ESPN: ტრანსფერები - ბარსელონა სათადარიგო გეგმაზე მუშაობს
Aa
Aa

ESPN: ტრანსფერები - ბარსელონა სათადარიგო გეგმაზე მუშაობს

კორონავირუსმა მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ფინანსურად იზარალეს საფეხბურთო კლუბებმაც. ESPN-ის ცნობით, „ბარსელონა“ სატრანსფერო ბაზარზე დაგეგმილ ტრანსფერებს ვერ განახორციელებს და ისინი სათადარიგო გეგმაზე უკვე მუშაობენ.

ცხადია, რომ ასეთი ფინანსური კრიზისის დროს კლუბს ნეიმარისა და ლაუტარო მარტინესის შეძენა გაუჭირდება, რადგან მათი ფასი ჯამში 300 მილიონამდეა. კატალონიელები თავს დაიზღვევენ და საერთოდ ტრანსფერების გარეშე, რომ არ დარჩნენ აქცენტს თავისუფალ აგენტებზე გააკეთებენ.

წყაროს თანახმად, „ბარსა“ ტიაგო სილვას, ვილიანისა და ლაივინ კურზავას დამატებაზე ფიქრობს. სამივე მათგანი 2020 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.

სილვა 35 წლის გახლავთ, ვილიანი ზაფხულში 32-ის ხდება, კურზავა კი 27-ის არის. „ბარსელონა“ ჯამში 5 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს: 1 ცენტრალური მცველის, 1 მარჯვენა მცველის, 1 ნახევარმცველის, 1 გარემარბისა და 1 ცენტრფორვარდის.

ბუნებრივია კლუბი ხმაურიან შენაძენზე უარს არ იტყვის, ეს თავად ბართოემუმაც დაადასტურა, თუმცა ერთბაშად რამდენიმე ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელება არსებულ რეალობაში ძალიან რთული იქნება.

მოსალოდნელია, რომ „ბლაუგრანა“ რამდენიმე თავისუფალ აგენტს დააკვირდება და პარალელურად მეგატრანსფერზეც იმუშავებს. კლუბს არ უნდა, რომ წინა სატრანსფერო ბაზრისას დაშვებული შეცდომები გაიმეოროს.

P.S. მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო ბაზარზე ფასები საგრძნობლად შემცირდება. თუ, მოლოდინი გამართლდა ეს ბევრ რამეს შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები