ხოჭოლავა: ''მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში საკუთარ სიცოცხლეს რისკავს''
Aa
Aa

ხოჭოლავა: ''მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში საკუთარ სიცოცხლეს რისკავს''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა დონეცკის ''შახტარის'' ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა. 27 წლის ფეხბურთელი მადლობას უხდის ექიმებს, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან.

''მენატრება ფეხბურთი, საწვრთნელი პროცესი, გუნდური ვარჯიში, მაგრამ ასეთ ვითარებაში საჭიროა ისეთი რაღაცების პოვნა, რაც პოზიტიურ განწყობას შეგიქმნის.კარანტინი შესანიშნავი შესაძლებლობაა ოჯახთან ყოფნით დიდი სიამოვნება მიიღო.

რაც შეეხება პანდემიას, ვითარება საკმაოდ მძიმეა.მინდა მჯეროდეს, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელება მალე დასრულდება. მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად პანდემიის წინააღმდეგ იბრძვის.

სახლში იმ ვარჯიშების შესრულება შეუძლებელია, რასაც მოედანზე ვაკეთებდით ხოლმე. მიუხედავად ამისა, სახლის პირობებში ვცდილობთ ფიზიკური კონდიციები შევინარჩუნოთ. მწვრთნელები აკონტროლებენ ყველაფერს და ვიდეოკონფერენციების საშუალებით ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარებიან.''

შეგახსენებთ, დავით ხოჭოლავა 2017 წლიდან დონეცკის ''შახტარის'' ფეხბურთელია. უკრაინულ გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა, ასევე ორჯერ მოიგო უკრაინის თასი და იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები