Aa
Aa

"დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ ჩვენს მომავალს" - ლიპარტელიანმა სპორტსმენებს მიმართა

24 მარტს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს რჩევა გაითვალისწინა და თამაშების გადადებაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე მოვლენბთან დაკავშირებით, საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა და ოლიმპიური თამაების ვერცხლის პრიზიორმა, ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტსმენებს მიმართა.

ყველა სპორტსმენს მინდა მოვუწოდო სპორტული აქტივობისკენ, დავრჩეთ სახლში და სახლის პირობებში შევძლოთ სპორტული აქტივობის შენარჩუნება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ცნობილია უკვე ოლიმპიური თარიღი. მე იმედი მაქვს, ყველა სპორტსმენი შეინარჩუნებს ფორმას, რათა ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენს ქვეყანას, საქართველოს მოვუტანოთ წარმატება. დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ჩვენს მომავალს“- განაცხადა ლიპარტელიანმა.

ეგახსენებთ, 30 მარტს ოფიციალურად გადაწყდა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. თამაშებს სახელი შეუნარჩუნეს და ისევ „ტოკიო 2020“ ერქმევა.

ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები