მძარცველებმა კოული სკამზე დააბეს და ძვირფასეულობა გაიტანეს
Aa
Aa

მძარცველებმა კოული სკამზე დააბეს და ძვირფასეულობა გაიტანეს

„არსენალის“, „ჩელსის“ და ინგლისის ნაკრების 39 წლის ყოფილი მარცხენა მცველი ეშლი კოული ძარცვის მსხვერპლი გახდა.

The Sun-ის ცნობით, კოულის სახლში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მძარცველები შეიჭრნენ, მუქარის ძალით ძვირფასეულობა წაიღეს და ვეტერანი ფეხბურთელი სკამზე დაბმული დატოვეს.

წყარო შემდეგ რამეს ყვება: „ეს ჯოჯოხეთური გამოცდილება იყო. მძარცველები ძალიან პროფესიონალურად მოქმედებდნენ, მათ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ. ეტყობოდათ, რომ მათ ეშლის სახლი კარგად ჰქონდათ შესწავლილი“.

კოული ამჟამად „ჩელსის“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად, ასევე ტელევიზიაში სპორტულ ექსპერტადაც მუშაობს. ფიზიკური დაზიანება მას არ აღენიშნება.

ჯერჯერობით მძარცველთა ბანდა კვლავ იძებნება. კოულის ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც პოლიციამ დაკითხა, ასეთ რამეს ამბობს: „ეს ინციდენტი რამდენიმე ხნის წინ მოხდა და როგორც ჩანს, პოლიცია ამის დამალვას ცდილობდა. მათ გვითხრეს, რომ ამის შესახებ არ გვესაუბრა.

არ ვიცი ეს რატომ გააკეთეს, იმის გამო რომ კოული ცნობილი სპორტსმენი გახლდათ და მძარცველს თავდასხმა ისევ შეეძლო, ან იქნებ იმიტომ რომ ეს საკმაოდ ცნობილი და წყნარი უბანია.

როგორც ჩანს, ეს ძალიან სერიოზული ინციდენტი იყო, რადგან პოლიციამ კარდაკარ ყველა სახლი შეამოწმა და ყველა დაკითხა“.

ხსენებული ძარცვა 2020 წლის 21 იანვარს, საღამოს 21:45 საათზე მოხდა. ბოლო ინფორმაციით, სამართალდამრღვევები დღემდე არ დასჯილან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები