ბარტომეუ: „,მესიმ პირველივე დღეს მითხრა, რომ ხელფასების შემცირება აუცილებელი იყო“
Aa
Aa

ბარტომეუ: „,მესიმ პირველივე დღეს მითხრა, რომ ხელფასების შემცირება აუცილებელი იყო“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ ლიონელ მესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, „ბლაუგრანას“ ფეხბურთელები ხელფასის შემცირებას დათანხმდნენ.

ბარტომეუმ ინტერვიუ კატალონიურ გამოცემებს, Sport-სა და Mundo Deportivo-ს მისცა და განაცხადა: „მესიმ პირველივე დღეს მითხრა, რომ ხელფასების შემცირება აუცილებელი იყო. ჩვენ შეგვეძლო ძალაუფლება გამოგვეყენებინა, მაგრამ რადიკალური ზომების მიღება არ გვსურდა და გვინდოდა ფეხბურთელებთან შეთანხმებისთვის მიგვეღწია. საბედნიეროდ, ეს მოხერხდა და ჩვენ ინიციატივით გუნდის კაპიტნებმა მოგვმართეს. ბარსას ფეხბურთელებმა ამ ჟესტით კლუბისადმი თავდადება გამოხატეს.

ზუსტი თანხის დასახელება რთულია, მაგრამ სავარაუდოდ, ყოველთვიურად 16 მილიონ ევროზეა საუბარი. კორონავირუსის პანდემიამ ყველა სფეროზე მოახდინა და ხელფასების შემცირება სასოწარკვეთილი ნაბიჯი არაა. ჩვენ ბაიერნის, ლიონისა და იუვენტუსის მსგავსად, ახალ გარემოებებთან ვცდილობთ ადაპტაციას“.

როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, კლუბებმა სერიოზულად იზარალეს. გამომდინარე აქედან, Sport იტყობინება, რომ „ბლაუგრანა“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე იმდენს ვეღარ დახარჯავს, რამდენსაც გეგმავდა, თუმცა მეორე მხრივ ფეხბურთელთა ფასების კლებაც მოსალოდნელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები