Aa Aa
30 მარტი 2020  |  11:00

ზუსტად 23 წლის წინ - სომხეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვება

ზუსტად 23 წლის წინ, 1997 წლის 30 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იზეიმა.

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრები 7:0 გაანადგურეს.

დაახლოებით 10 ათასი მაყურებლის წინაშე სომხების რბევა მე-12 წუთზე  შოთა არველაძემ დაიწყო. პირველი ტაიმის მიწურულს კი სხვაობა ორამდე გიორგი ქინქლაძემ თერთერთმეტრიანით გაზარდა.

მეორე ტაიმში, დავით ყიფიანის გუნდი ბრწყინვალედ გამოვიდა და 5 გოლი გაიტანა. შოთა არველაძემ მეტოქის კარი 53-ე და 67-ე წუთებზეც აიღო და ჰეთ-თრიკი შეასრულა, მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძე მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა და დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ზოიძე, ჩიხრაძე, შელია, ცხადაძე, ჯამარაული, ლობჟანიძე, კობიაშვილი, ნემსაძე, ქინქლაძე, ქეცბაია, შ.არველაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ტოგონიძე, შეყილაძე, მუჯირი, გოგიჩაიშვილი, გახოკიძე, ა.არველაძე, ყაველაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!