Aa
Aa

შევჩენკო: "დღევანდელობა ჩერნობილის პერიოდს ძალიან ჰგავს"

ანდრეი შევჩენკოს თქმით, კორონავირუსსა და ჩერნობილის კატასტროფას შორის იგი გარკვეულ მსგავსებებს ხედავს. უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამ თემაზე Sky Sports-ს ესაუბრა.

„მაშინ 9 წლის ვიყავი, ის პერიოდი დღევანდელობას ძალიან ჰგავს. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, სულელური ქმედებებისგან თავის არიდებაა. არც ერთ ჩვენგანს არ აქვს იმის გარანტია, რომ ვირუსთან შეხება არ უწევს.

არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანებზე უნდა ვიფიქროთ, რომელთათვისაც, შესაძლოა, ეს ვირუსი უფრო პრობლემატური გახდეს, ვიდრე ჩვენთვის.

ერთადერთი გამოსავალია მთავრობის მიერ დადგენილ წესებს პატივი ვცეთ - დავრჩეთ სახლში და ექიმებს მივცეთ საშუალება აკეთონ თავიანთი საქმე, რომელიც მართლაც უდიდესია. ასევე დავუთმოთ მათ მოხალისე ექთნები - ეს ადამიანები ჩვენი დროის გმირები არიან და თითოეული ჩვენგანისგან მადლობას იმსახურებენ“.

უკრაინაში Covid-19-ით 475 ინფიცირებულია, 10 შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები