რუს ჰოკეისტს კოკაინის მოხმარების გამო 15 თვით თამაში აუკრძალეს
Aa
Aa

რუს ჰოკეისტს კოკაინის მოხმარების გამო 15 თვით თამაში აუკრძალეს

ალბათ რუსი ჰოკეისტის კირილ დიაკოვის სახელი არაფერს გეუბნებათ. ეს საშუალო დონის მოთამაშეა, რომელსაც ყინულზე გასვლა 15 თვით აეკრძალა.

26 წლის კირილი Admiral Vladivostok-ის წევრია და KHL-ში გამოდის. დეკემბერში კლუბმა მას მოულოდნელად კონტრაქტი გაუწყვიტა, ამის მიზეზი კი დღეს გახდა ცნობილი. როგორც გაირკვა დიაკოვის კოკაინის მოხმარება დაუდგინეს.

რუს სპორტსმენს გაუმართლა, რომ მას კოკაინის მოხმარება მატჩების მსვლელობის პერიოდში არ დაუდგინდა. ის ნარკოტიკულ საშუალებას თავისუფალ დროს მოიხმარდა.

დიაკოვს აპელაცია არ შეუტანია და ის ჰოკეის გარეშე 2021 წლის 2 თებერვლამდე დარჩა. სპორტსმენის ადვოკატი კი აცხადებს, რომ კოკაინი მისი კლიენტის ორგანიზმში უნებლიედ მოხვდა:

„ასი პროცენტით - კოკაინი მის ორგანიზმში უნებლიედ, წინასწარი განზრახვის გარეშე მოხვდა. კირილი მომდევნო სეზონს ელოდება. დისკვალიფიკაცია დასრულდება, ის ვარჯიშს განაახლებს და ითამაშებს“. - აღნიშნა მისმა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოსკანდალი რუსულ ჰოკეიში უცხო არ გახლავთ. გასულ სეზონში დიაკოვზე გაცილებით ცნობილმა და მაღალი დონის (რუსეთის ნაკრების წევრი) მოთამაშემ ევგენი კუზნეცოვმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო და 4 წლიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები