Forza Italia - დიასამიძემ სადებიუტო გოლი იტალიელ ხალხს მიუძღვნა
Aa
Aa

Forza Italia - დიასამიძემ სადებიუტო გოლი იტალიელ ხალხს მიუძღვნა

მაშინ როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. მეორე ტურში სოლიგორსკის ''შახტიორმა''  სტუმრად ''გოროდეია'' დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში გეგა დიასამიძე მოხვდა, რომელმაც 56-ე წუთზე ანგარიში გახსნა. შეხვედრა ''შახტიორის'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ქართველმა ფეხბურთელმა იტალიელი ხალხის მიმართ პატივისცემა გამოხატა, გოლის გატანის შემდეგ დიასამიძემ საკლუბო მაისური აიწია და შიდა მაისურზე გამოჩნდა წარწერა: Forza Italia.

შეგახსენებთ, იტალიაში პანდემია ძალიან სწრაფად გავრცელდა და ვითარება საკმაოდ მძიმეა. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიელთა მიმართ თანადგომა ამ ფომით გამოხატა.

''შახტიორის'' სამატჩო განაცხადში ლაშა შინდაგორიძე არ იმყოფება, მას ტრავმა აწუხებს და მიმდინარე კვირაში არ უვარჯიშია.

გეგა დიასამიძე 2018-19 წლებში ''საბურთალოს'' ღირსებას იცავდა, თბილისურ კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

2020 წელს დიასამიძემ კარიერა ბელარუსულ კლუბში გააგრძელა. მან ''შახტიორის'' მაისურით მეხუთე მატჩი ჩაატარა და სადებიუტო გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები