''მეშინია მეუღლე ჩემგან არ დაინფიცირდეს'' - ბრძოლა სიმსივნესთან და პანდემიის საფრთხე
Aa
Aa

''მეშინია მეუღლე ჩემგან არ დაინფიცირდეს'' - ბრძოლა სიმსივნესთან და პანდემიის საფრთხე

ბელგიელი რაჯა ნაინგოლანი მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დარდობს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის და ქიმიოთერაპიით მკურნალობს.

დაინფიცირების შემთხვევაში იმ ადამიანთა სიცოცხლე უფრო დიდი რისკის ქვეშაა, რომლებსაც სხვა დაავადებასთანაც უწევთ ბრძოლა, რადგან მათი იმინური სისტემა დაქვეითებულია. გამომდინარე იქიდან, რომ იტალიაში COVID-19 ძალიან სწრაფად გავრცელდა, დაინფიცირების დიდი შანსი არსებობს.

ნაინგოლანმა მის მეუღლესთან დაკავშირებით Instagram-ზე დაწერა.

''კორონავირუსი დიდი პრობლემაა, ჩვენ მხოლოდ ამ თემაზე ვსაუბრობთ. ახლა როცა მაღაზიაში მივდივარ ხოლმე, დაინფიცირების რისკი არსებობს. როცა სახლში ვბრუნდები, მეშინია ჩემი მეუღლე არ დაინფიცირდეს, ამიტომ ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი ვარ. მას ჯერ კიდევ სუსტი იმუნური სისტემა აქვს.

ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაზე რთული პერიოდი გავიარეთ და ახლა ყველაფერი სწორი მიმართულებით წავა.''

კლაუდია ლაი და რაჯა 2011 წელს დაქორწინდნენ. მათ ერთი შვილი ჰყავთ. კლაუდია ლაის სიმსივნე გასულ ზაფხულში დაუდგინდა.

ამჟამად 31 წლის რაჯა ნაინგოლანი ''ინტერის'' საკუთრებაა და ''კალიარიში'' განათხოვრების წესით თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები