Aa
Aa

"დინამოს" დღევანდელ მატჩში 2 ფეხბურთელი დააკლდება

"ჩემპიონთა ლიგის" მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის, პირველ შეხვედრას, თბილისის "დინამო", ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ადგილობრივი "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.

თბილისელთა პრესსამსახურზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებას, "დინამოს" ძირითადის 2 მოთამაშე, ბულგარელი სტეფან ველევი და გიორგი ქვილითაია გამოაკლდებიან. 

ორივე მათგანი თბილისშია და სარეაბილიტაციო კურსს გადის. 

შეგახსენებთ, რომ თამაში, "მაქსიმირზე", 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის, "მეორე არხი" შემოგვთავაზებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები