შერმადინი საუკეთესო ხუთეულში - Marca-მ ქართველიც გამოარჩია
Aa
Aa

შერმადინი საუკეთესო ხუთეულში - Marca-მ ქართველიც გამოარჩია

მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო ესპანეთის საკალათბურთო სეზონიც შეჩერებულია. ესპანურმა გამოცემა Marca-მ ჩემპიონატის საუკეთესო 5 კალათბურთელი დაასახელა, რომელთა შორისაც ეროვნული ნაკრებისა და „ტენერიფეს“ ცენტრი, გიორგი შერმადინიც მოხვდა.

ქართველი ცენტრი “ტენერიფეში“ პირველ სეზონს ატარებს, თუმცა, ეს ხელს არ უშლის, რომ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებს შორის იყოს. შერმადინის სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტი 23.7-ს უტოლდება.

ამიტომაცაა, რომ „იბეროსტარი“ მიმდინარე სეზონში ლიდერთა შორის იმყოფება და მხოლოდ „ბარსელონას“, „რეალსა“ და „სარაგოსას“ ჩამორჩება. მან წელს საუკეთესო მატჩი „გრან კანარიასთან“ ჩაატარა, სადაც 32 ქულა დააგროვა.გიორგი შეტევაში ძალიან შედეგიანია და ამავდროულად, ფარზეც ჩინებულად იბრძვის. მას საშუალოდ 7.1 მოხსნა აქვს”- ასე ახასიათებენ ქართველს.

ასევე სპორტულ ვებგვერდზე გულშემატკივრებს ხმის მიცემა შეუძლიათ, საბოლოო შედეგების მიხედვით, სეზონის MVP დასახელდება. შერმადინს ამ მომენტისთვის 4% აქვს, ლიდერ ნიკოლა მიროტიჩს კი - 45%.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები