Aa
Aa

"ღვიძავს, აცემინებს, ფეხბურთს უყურებს" - აბდელჰაკ ნურის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ნიდერლანდურმა ტელეარხმა, NPO 1-მა თავისი საკმაოდ პოპულარული გადაცემის, De Wereld Draait Door-ის ერთ-ერთი ეპიზოდი მთლიანად აბდელჰაკ ნურის დაუთმო.

გადაცემაში ცნობილ სახეებთან ერთად, ნურის ძმა, აბდერაჰიმ ნურიც იყო მიწვეული და ამ უკანასკნელმა ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

„ნური კომაში აღარ იმყოფება. მას ღვიძავს, აცემინებს, ჭამს და აბოყინებს, თუმცა ლოგინიდან ვერ დგება და ჩვენზეა დამოკიდებული.

არის მომენტები, როცა მასთან გარკვეული სახის კომუნიკაციას ვამყარებთ. მაგალითად, ის დასტურს ან წარბებით გვაძლევს, ან ღიმილით. უბრალოდ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ აკეთებს.

აპი იქაა, სადაც უნდა იყოს. ჩვენ ისე ვიქცევით, თითქოს მას არაფერი სჭირს. აპის სისტემატურად ვესაუბრებით, მასთან ერთად ფეხბურთს ვუყურებთ და ა.შ. ხანდახან ვატყობთ, რომ მას ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს. იგი ემოციებს ხშირად გამოხატავს, ზოგჯერ უარყოფითსაც, მაგრამ უმეტესწილად იღიმის ხოლმე, ეს კი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“.

სტუდიაში ნურის მამაც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა: „სასწაულების გვჯერა! რთულია, მაგრამ ნურისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები