ჯონ ჯონსი ალბუკერკში დააკავეს
Aa
Aa

ჯონ ჯონსი ალბუკერკში დააკავეს

UFC-ის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ჯონ ჯონსი ალბუკერკის პოლიციამ დააპატიმრა. Mmafighting.com-ის ინფორმაციით „ბოუნსი“ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა და ცეცხლსასროლ იარაღთან დაუდევარი მოპყრობის გამო, დააკავეს.

Koat.com-ის ცნობით, სამართალდამცველები ადგილზე იარაღის გასროლის გამო, გამოცხადდნენ და ავტომობილში მყოფი ჯონსი აღმოაჩინეს. „ბოუნსი“ ამბობდა, რომ გასროლის შესახებ არაფერი იცოდა, პოლიციელებმა კი საუბრისას შენიშნეს, რომ UFC-ის მებრძოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, რაც მოგვიანებით ტესტმაც დაადასტურა.

ჯონსის დაკავების შემდეგ, სამართალდამცველებმა მის მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი და ტეკილას ბოთლი აღმოაჩინეს.

Mmafighting.com-ის მიხედვით, ჯონსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი კი 9 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები