Aa Aa
26 მარტი 2020  |  20:44

ჩარლტონის ქომაგი, რომელიც ზედიზედ 1076 მატჩს დაესწრო, კორონავირუსით გარდაიცვალა

imgbanner

„ჩარლტონ ატლეტიკის“ გულშემატკივარი, სებ ლუისი დიდი ხნის განმავლობაში კლუბის ყველაზე ერთგულ ქომაგად მიიჩნეოდა. ლუისი ლონდონურ გუნდს აღმერთებდა და „ნისლიან ალბიონზე" ცნობილი იყო, როგორც ფანი, რომელიც „ჩარლტონის“ ზედიზედ 1076 შეხვედრას დაესწრო.

სამწუხაროდ, სერია, რომელიც 22 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რამდენიმე საათის წინ შეწყდა. სებ ლუისი კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა.

ლონდონურმა კლუბმა თავის ყველაზე ერთგულ გულშემატკივარს პატივი სოციალურ ქსელებში მიაგო და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა:

„ჩარლტონის ერთ-ერთი ყველაზე თავდადებული, ერთგული და პოპულარული ქომაგის, სებ ლუისის 38 წლის ასაკში გარდაცვალების გამო, განადგურებულები ვართ. სები ჩვენი ოჯახის სული და გული იყო და მისი მიღწევით ძალიან ვამაყობთ. 1998 წლის თებერვლის შემდეგ, ლუისი ჩარლტონის ყველა გასვლით და საშინაო შეხვედრას დაესწრო. მან ტრიბუნებიდან მატჩს თვალი ზედიზედ 1076-ჯერ ადევნა. სებ, დიდი მადლობა ერთგულებისა და თავდადებისთვის“.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ, ლუისმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც წუხილი გამოთქვა, რომ იყო ალბათობა მისი სერია დასრულებულიყო.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები