ჰაალანდი, სანჩო, ჩაკვეტაძე და სხვები - ''ეკიპმა'' ტოპ 50 ტალანტი გაიხსენა
Aa
Aa

ჰაალანდი, სანჩო, ჩაკვეტაძე და სხვები - ''ეკიპმა'' ტოპ 50 ტალანტი გაიხსენა

ფრანგულმა გამოცემა Lequipe-მა 2018-19 წლების სეზონის 20-წლამდე ასაკის საუკეთესო 50 ფეხბურთელი გაიხსენა.მათგან ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად ერლინგ ჰალანდია, 2018-19 წლების სეზონის შემდეგ 19 წლის ნორვეგიელმა ''ზალცბურგსა'' და ''დორტმუნდში'' შესანიშნავად ითამაშა. ჰალანდის მსგავსად შესანიშნავ სეზონს ჯეიდონ სანჩო ატარებდა, თუმცა კორონავირუსმა სანჩოს შედეგიანი თამაში შეაჩერა.

50 ფეხბურთელს შორის ჰოლანდიელი ჯასტინ კლუივერტი (რომა), შვედი ალექსანდერ ისაკი (სოსიედადი), ჰოლანდიელი დონიელ მალენი (პსვ) მოხვდნენ, რომლებიც კარგ სეზონს ატარებენ. აღნიშნული გამოცემის აზრით ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჟოაო ფელიქსია, რომელიც მადრიდის ''ატლეტიკოში'' შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენს.

პანდემიის გამო ევროპის თითქმის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი გაურკვეველი დროით შეჩერებულია. მათ შირისაა ბელგიური ლიგა. გასულ სეზონში 50 საუკეთესოში ''გენტის'' შემტევები, ჯონათან დევიდი და გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდნენ. 2019-20 წლების სეზონში კანადელი შედეგიანი იყო, ხოლო ქართველი ტალანტი მოედანს მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, მას სეზონის პირველი ნახევარი გაუცდა. ჩაკვეტაძის მსგავსად მძიმე ტრავმები ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მცველმა დიოგო დალომ, ''ჰერტას'' ნახევარმცველმა არნე მაიერმა და ''ლაიფციგის'' ავსტრიელმა მოთამაშემ, ჰანეს ვოლფმა გადაიტანეს.

2019-20 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.გარდა ამისა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ''ოლექსანდრიასთან'' ითამაშა, ხოლო ფლეი-ოფში ''რომას'' წინააღმდეგ ორივე მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები