Aa
Aa
26 მარტი 2020  |  09:45

კარგი ამბავი - კრისტიან ვუდმა კორონავირუსი დაამარცხა

„დეტროიტ პისტონსის“ კალათბურთელმა, კრისტიან ვუდმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, COVID-19 დაუდგინდა, ვირუსი დააამარცხა და სრულად გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ერთ-ერთ დეტროიტულ გამოცემას 24 წლის ფორვარდის აგენტმა განუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვუდს კიდევ რამდენიმე სამედიცინო ტესტი აქვს ჩასაბარებელი და ცხოვრების ჩვეულ სტილში გაგრძელებას პარასკევისთვის შეძლებს. აგენტის თქმით, ეს კრისტიანისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და იგი თავს შესანიშნავად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ვუდს კორონავირუსი 14 მარტს აღმოაჩნდა. 7 მარტს „პისტონსმა“ „იუტას“ წინააღმდეგ იასპარეზა და სავარაუდოდ კრისტიანი COVID-19-ით „ჯაზმენების“ წინააღმდეგ გამართული მატჩისას დაინფიცირდა.

NBA-ში კორონავირუსს რამდენიმე ცნობილი კალათბურთელი ებრძვის, რომელთა შორის რუდი გობერი, დონოვან მიჩელი, კევინ დურანტი და მარკუს სმარტი არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე პაციენტის ვინაობას გუნდები დღემდე არ ასაჯაროვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები