სოლომონ კვერკველიამ ოცნების გუნდი დაასახელა
Aa
Aa

სოლომონ კვერკველიამ ოცნების გუნდი დაასახელა

ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველმა სოლომონ კვერკველიამ ოცნების გუნდი დაასახელა, იმ ფეხბურთელებისგან ვისთანაც ერთად მას უთამაშია.

რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გაავრცელა ვიდეო სადაც ქართველი ფეხბურთელი შემადგენლობას ასახელებს.

კვერკველიას გუნდი კი ასეთია.

მეკარე: მარინატო გილერმე. მცველები: კრისტიან ანსალდი , ვედრან ჩორლუკა , სესარ ნავასი, ვლადისლავ იგნატიევი. ნახევარმცველები: დიმიტრი ბარინოვი , გჟეგოჟ კრიხოვიაკი, ალექსეი და ანტონ მირანჩუკები , რომან ერემენკო. თავდამსხმელი: სალომონ რონდონი.

ვიდეოს ბოლოს ქართველი ფეხბურთელი ამბობს , რომ ამ გუნდით ისინი რუსეთის ჩემპიონატს მოიგებდნენ. ევროპის ლიგის ნახევარფინალს ითამაშებდნენ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დაძლევდნენ.

სოლომონ კვერკველია რუსეთის პრემიერლიგაში 10 წელია ასპარეზობს.

2010-2017 წლებში მცველი ყაზანის „რუბინში“ ასპარეზობდა , ხოლო 2017 წლიდან ის მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები