Aa Aa
25 მარტი 2020  |  11:17

ნანი: "რონალდუმ ფინტების უმეტესობა ჩემგან ისწავლა"

imgbanner

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ნანიმ, ჟურნალისტებთან რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი მათგანი კრიშტიანუ რონალდუს შეეხებოდა. ნანიმ რონალდუზე მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კრიშტიანუმ თამაშის რაღაც ასპექტები მისგან ისწავლა.

„ფეხების ბურთზე სწრაფად გადატარების ფინტების უმრავლესობა რონალდუმ ჩემგან ისწავლა. ახალგაზრდობაში ჩვენ ერთად ამაზე ვმუშაობდით და მან ბევრი რამ სწორედ ჩემგან აითვისა. თავად ეს ყველაფერი კარგად იცის“.

ნანიმ და რონალდუმ ლისაბონის „სპორტინგის“ ახალგაზრდულ აკადემიაში გარკვეული პერიოდის ერთად გაატარეს. 2007 წელს კი ნანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ იმ დროს გადავიდა, როცა გუნდის უდავო ლიდერი რონალდუ გახლდათ.

ლუიშ ნანი 2006 წლიდან პორტუგალიის ნაკრების წევრია და მისი მაისური 112 შეხვედრაში მოირგო. გამოცდილი ფეხბურთელი ამჟამად ამერიკული „ორლანდო სიტის“ ღირსებას იცავს.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები