Aa Aa
25 მარტი 2020  |  09:31

კაფუ: „დღესდღეობით ნეიმარი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია"

ლეგენდარული ბრაზილიელი უკანახაზელი, კაფუ თვლის, რომ დღესდღეობით ნეიმარი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია. მუნდიალის ორგზის ტრიუმფატორმა „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავის შესახებ Fox Sports-სთვის იცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„დღესდღეობით ნეიმარზე ტექნიკური არავინაა. არც ლიონელ მესი, ვისი დიდი გულშემატკივარიც ვარ. მთელ მსოფლიოს ნეიმარის თამაშის ხილვა სურს და ყველას უნდა, რომ ნეიმ თავისი ცხოვრება ფეხბურთს მიუძღვნას“.

„ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. როცა ის კარგად ასპარეზობს, სელესაო შესანიშნავად გამოიყურება. ნეიმარი გახლავთ მოთამაშე, რომელსაც იმისთვის იძახებენ, რომ ბრაზილიურ ფეხბურთზე გავლენა მოახდინოს.

ნეიმარმა დაღვინების პროცესი დაასრულა. ახლა იგი პარი სენ-ჟერმენის ლიდერი და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია“.

აღსანიშნავია, რომ კაფუს განცხადებას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში ლეგენდარული მცველი უამრავმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა, თუმცა ბრაზილიელს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერიც გამოუჩნდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში