კორონავირუსი - ბუნდესლიგა 30 აპრილამდე გადაიდო
Aa
Aa

კორონავირუსი - ბუნდესლიგა 30 აპრილამდე გადაიდო

რამდენიმე წუთის წინ, Deutsche Fußball Liga-ის პრეზიდიუმმა რეკომენდაცია გასცა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ბუნდესლიგა და ბუნდესლიგა 2 მინიმუმ 30 აპრილამდე გადაიდოს.

გერმანული პრესის მიხედვით, გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად 36-ვე კლუბის თანხმობაა საჭირო. კლუბების წარმომადგენლები შეხვედრას 31 მარტს გამართავენ და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.

Spiegel იტყობინება, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და გამორიცხულია კლუბებმა სეზონის გადადებას მხარი არ დაუჭირონ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ბუნდესლიგა და ბუნდესლიგა 2 აპრილს უნდა განახლებულიყო, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, თარიღის გადაწევა აუცილებელი გახდა.

დღევანდელი მონაცემებით, გერმანიაში COVID-19-ით დაინფიცირების 26220 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 111-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები