''ჩვენი გმირი და კაპიტანი'' - შენგელიას საუკეთესო მომენტების ვიდეოკოლაჟი
Aa
Aa
24 მარტი 2020  |  16:57

''ჩვენი გმირი და კაპიტანი'' - შენგელიას საუკეთესო მომენტების ვიდეოკოლაჟი

მაშინ როცა COVID-19-ის გამო მსოფლიოს თითქმის ყველა სპორტული გათამაშება შეჩერებულია, კლუბები შეჩერებული სეზონიდან საუკეთესო მომენტების ვიდეოკოლაჟებს გვთავაზობენ. ასე მოიქცა ესპანური საკალათბურთო კლუბი ''ბასკონია,'' რომლის პრესსამსახურმა Twitter-ზე თორნიკე შენგელიას საუკეთესო მომენტების ვიდეო გამოაქვეყნა.

''ბასკონიას'' ქართველი მძიმე ფორვარდი შესანიშნავ სეზონს ატარებდა, ''ბასკონიასთვის'' უმნიშვნელოვანესი მოთამაშე იყო, თუმცა პანდემიის გამო ბასკური კლუბის ქომაგებს ქართველი კაპიტნის თამაშის ხილვის საშუალება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ექნებათ.

ვიდეო ასეა დასათაურებული: ''ჩვენი გმირი და კაპიტანი.''

გასულ კვირაში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი კალათბურთელი აზიდვებს შვილებთან ერთად აკეთებს. ვიდეო ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის - Liga Endesa-ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები