Aa
Aa

მალდინი: "მე და ჩემი ვაჟი ერთ კვირაში გამოვჯანმრთელდებით"

პაოლო მალდინიმ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლითაც საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და მისი და მისი ვაჟის, დანიელის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო.

„ამ ვიდეოს მეშვეობით, მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი და დანიელის ჯანმრთელობით დაინტერესდა და ჩვენ მიმართ სიყვარული გამოხატა, მადლობა გადავუხადო.

მე და ჩემი ვაჟი მშვენივრად ვართ და, შევძლებთ, დაახლოებით ერთ კვირაში ვირუსს თავი დავაღწიოთ.

ასევე დიდი მადლობა ყველა ექიმს, ექთანს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, სამართალდამცავებს, რომლებიც საგანგებო რეჟიმში უდიდესი გამბედაობითა და პროფესიონალიზმით მუშაობენ.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენი შემხედვარე ვამაყობთ, რომ იტალიელები ვართ. გმადლობთ“.

ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მის 18 წლის ვაჟს კორონავირუსი 21 მარტს დაუდგინდათ და მას შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. იტალიაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 6077-ს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები