Aa Aa
23 მარტი 2020  |  22:28

უცნობი ისტორია - ფეხბურთელი, რომელსაც რონალდუსთან უხეშობა ძვირად დაუჯდა

imgbanner

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა, Marca-მ ფართო მასებისთვის აქამდე უცნობი ისტორია გაასაჯაროვა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუსა და მანუ ერნანდოს უკავშირდება.

2017-18 წლების სეზონის მიწურულს გამართული ერთ-ერთი ვარჯიშისას „რეალმა“ ორკარა ითამაშა, რომელშიც მონაწილეობა „რეალ კასტილიას“ ფეხბურთელებმაც მიიღეს.

ორკარას მიმდინარეობისას „რეალის“ სარეზერვო გუნდის მოთამაშემ, მანუ ერნანდომ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ იუხეშა. პორტუგალიელმა ფეხი იტკინა, მინდორზე დაეცა, გაბრაზდა და ბრაზის დამალვა არც უცდია. ერნანდომ „ბლანკოსის“ სუპერვარსკვლავს ბოდიში მოუხადა და ვარჯიში გაგრძელდა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა.

Marca-ს ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, 2017-18 წლების სეზონში ერნანდოს ძირითად გუნდთან ერთად, აღარ უვარჯიშია. დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, საქმე შემთხვევითობასთან გვაქვს, თუ ყველაფერი რონალდუს წინააღმდეგ უხეშობას უკავშირდება, თუმცა ფაქტია, რომ ერნანდო, რომელიც ძირითად გუნდთან ერთად, რეგულარულად ვარჯიშობდა, მოულოდნელად ზინედინ ზიდანის ყურადღების მიღმა დარჩა.

არის ვარაუდი, რომ ფრანგ სპეციალისტს „რეალის“ რამდენიმე მაღალჩინოსანმა დაურეკა და ზომების მიღება მოსთხოვა. Marca-ს მიხედვით, ერნანდოს ძირითად გუნდთან ერთად, ვარჯიშის უფლება 2018-19 წლების სეზონის სტარტზე მისცეს. მაშინ, როცა კრიშტიანუ რონალდუ უკვე „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახლდათ.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JETX მარათონი