FIFA 20 | ლა ლიგის ვარსკვლავები ერთმანეთის წინააღმდეგ: რაზე დავდოთ ფსონი?
Aa
Aa

FIFA 20 | ლა ლიგის ვარსკვლავები ერთმანეთის წინააღმდეგ: რაზე დავდოთ ფსონი?

კორონავირუსმა საფეხბურთო ცხოვრება შეაჩერა და მატჩები გაურკვეველი ვადით გადადო, თუმცა ლა ლიგამ ფეხბურთზე უარი არ თქვა და აქცენტი ვირტუალურ თამაშზე გააკეთა.

იბაი ლანოს მიერ ორგანიზებული ჩემპიონატი თანხის შეგროვებას ემსახურება, რომელსაც კორონავირუსით დაზარალებულთათვის გამოიყენებენ. მასში მონაწილეობას ლა ლიგის გუნდები მიიღებენ, რომლებსაც თავიანთი ფეხბურთელები (თითო) წარმოადგენენ.

ხსენებულმა წამოწყებამ უკვე 20 ათასი ევრო მოაგროვა და ჯერ ეს მხოლოდ დასაწყისია.

დღეს 1/4-ფინალური შეხვედრები უნდა გაიმართოს.

18:30 - ლეგანესი (აიტორ რუიბალი) VS ბილბაო (გორკა გურუზეტა)

19:00 - ალავესი (კარლეს პერესი) VS ატლეტიკო (მარკოს ლორენტე)

19:30 - ეიბარი (ედუ ესპოზიტო) VS ბეტისი (ბორხა იგლესიასი)

20:00 - ვილიარეალი (მანუ მორლანესი) VS რეალი (მარკო ასენსიო)

„ბარსელონა“ ჩემპიონატიდან მოიხსნა, რადგან კლუბს PES-თან კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ხსენებულ ტურნირზე კატალონიელთა წარმომადგენელს სერხი რობერტოს მონაწილეობა საკუთარი სახელით სურდა, თუმცა წესდების მიხედვით მას ამის უფლება არ ჰქონდა, აქედან გამომდინარე „ბლაუგრანას“ „ეიბართან“ მარცხი ჩაეთვალა და ტურნირს გამოეთიშა.

ეს წამოწყება დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

P.S. ხსენებულ ჩელენჯზე ფსონის დადება crystalbet.com-ზეც შეგიძლიათ.

დადე ფსონი ფეხბურთზე დადე ფსონი ფეხბურთზე

მსგავსი სიახლეები