''მადლობა ყველას, ვინც პანდემიის დამარცხებისთის იბრძვის'' - პაპუნაშვილი კამპანიას უერთდება
''სარაგოსადან'' ''რასინგში'' განათხოვრებული ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს და კორონავირუსთან დაკავშირებით დაწყებულ კამპანიას უერთდება. როგორც ზაზა ფაჩულია, ასევე გიორგი პაპუნაშვილი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ და რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევენ.
''დღეს, არა როგორც ფეხბურთელი, არამედ ერთი რიგითი ქართველი, რომელიც სამშობლოდან შორს ვარ, მოგმართავთ თხოვნით ყველას, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც - დავიცვათ ყველა ის მოთხვოვნა, რასაც WHO და ადგილობრივი მთავრობა მოგვიწოდებს. ეს დაგვიცავს ყველას. ასეთ დროს ყველამ უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე და მათზეც, ვინც ახლა გასაჭირშია ან უცხოეთში, ჩემს მსგავსად, მარტო არის იზოლაციაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ახლა მთელს პლანეტაზე იბრძვიან COVID-19-ის დასამარცხებლად.''
ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით ესპანეთში 28 572 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 1 725 პირი გარდაიცვალა, ხოლო 2 125 - გამოჯანმრთელდა.
#quedateencasa #lejosdecasaperojuntos#todovaasalirbien pic.twitter.com/R0BgNMCQps
— Giorgi Papunashvili (@officialPAPU) March 21, 2020