Aa Aa
21 მარტი 2020  |  13:54

ესპანიოლის ჩინელ შემტევს კორონავირუსი დაუდგინდა

imgbanner

ლა ლიგის კიდევ ერთ ფეხბურთელს, ''ესპანიოლის'' ჩინელ გარემარბს, ვუ ლეის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ჩინეთის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაადასტურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპორტსმენი ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშაა.

ვუ ლეი ლა ლიგის კლუბს გასულ წელს შეუერთდა და მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 3 გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ მან მე-19 ტურში ''ბარსელონას'' მატჩის მიწურულს გაუტანა და ''ესპანიოლი'' მარცხისგან იხსნა.

ჩინეთის ფეხბურთის მმართველი ორგანო იმედს გამოთქვამს, რომ ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელდება.

CADENA COPE-ს ცნობით ჩინელის გარდა ''ესპანიოლის'' კიდევ სამ ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი ჰქონდათ. საერთო ჯამში ''ესპანიოლში'' დასაქმებული 6 პირს დაუდგინდა კორონავირუსი. ცნობილია, რომ დაინფიცირებულია ურუგვაელი ლეანდრო კაბრერა, რომელიც  ''ესპანიოლს'' მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ბელარუსის ჩემპიონატის გარდა ევროპის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია.

 

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JETX მარათონი