232 გოლი  და ტრიუმფალური სეზონი - არველაძის მეასე საიუბილეო მატჩი ფახთაქორში
Aa
Aa

232 გოლი და ტრიუმფალური სეზონი - არველაძის მეასე საიუბილეო მატჩი ფახთაქორში

უზბეკური მედია შოთა არველაძესთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკურ ინფორმაციას ავრცელებს. ამსტერდამის ''აიაქსის'' ყოფილი ფორვარდი 2017 წლის ზაფხულიდან ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელია და გუნდს ზუსტად 100 შეხვედრაში უხელმძღვანელა.

ქართველი მწვრთნელის პერიოდში ''ფახთაქორმა'' უზბეკეთის სუპერ ლიგის 75 თამაშიდან 55 მოიგო და 12 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 8 შეხვედრაში დამარცხდა. გარდა ამისა უზბეკეთის თასსა და სუპერთასზე 14 შეხვედრა ჩაატარა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - 11.

100 მატჩიდან უზბეკეთის ჩემპიონმა 73 მოიგო, 14 ფრედ დაასრულა და 13 შეხვედრაში დამარცხდა. რაც შეეხება გატანილ და გაშვებულ გოლებს, ''ფახთაქორმა'' 232 გოლი გაიტანა და 82 გაუშვა.

2019 წლის სეზონში არველაძის გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონატი, თასი და ლიგის თასი მოიგო. ასევე, უზბეკურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

მიმდინარე სეზონში ''ფახთაქორმა'' უზბეკეთის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა და ''ნასაფთან'' ერთად გათამაშების ლიდერია. არველაძისთვის მეასე მატჩი ''ფახთაქორმა'' სუპერლიგის მესამე ტურში ''მეტალურგთან'' გამართა და 4:1 მოიგო.

ამჟამად უზბეკეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეჩერებულია.

შეგახსენებთ, შოთა არველაძის სამწვრთნელო შტაბში არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა მუშაობენ, თებერვალში კი გუნდის ანალიტიკოსი ვახტანგ იაგორაშვილი გახდა, რომელიც გასულ წელს პოლონური ექსტრაკლასას ''კორონაში'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

მსგავსი სიახლეები