ბრუკლინთან ბოლოს ლეიკერსმა ითამაშა - ლებრონი და მთელი გუნდი კარანტინშია
გამთენიისას ცნობილი გახდა, რომ „ბრუკლინ ნეტსის“ 4 კალათბურთელს, მათ შორის კევინ დურანტსაც კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შემდეგ, „ლეიკერსის“ ყველა კალათბურთელს ტესტები ჩაუტარეს და 14 დღიან კარანტინში მოათავსეს.
ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ „ბრუკლინმა“ ბოლო შეხვედრა 10 მარტს სწორედ „ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართა.
ამრიგად ლებრონი და კომპანია კარანტინშია მოთავსებული, ამის შესახებ ინფორმაცია „ელეის“ ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმაც დაადასტურა.
The health and well-being of our players, staff, fans, and society in general, is of paramount importance to us, and will continue to be our focus.https://t.co/4GiDJiZpPi
— Los Angeles Lakers (@Lakers) March 18, 2020
შეგახსენებთ, რომ ჯამში NBA-ში კორონავირუსი 7 ადამიანს აქვს დაფიქსირებული: რუდი გობერი, დონოვან მიჩელი (იუტა ჯაზი), კრისტიან ვუდი (დეტროიტი), კევინ დურანტი და 3 მოთამაშე „ბრუკლინიდან“, რომელთა სახელებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.
ამ მომენტისთვის აშშ-ში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დონალდ ტრამპის ბრძანებით ქვეყანამ საზღვრები 1 თვით ჩაკეტა.