რაფაელ დოს ანიოსი: „ფერგიუსონი ხაბიბს დაამარცხებს“
Aa
Aa

რაფაელ დოს ანიოსი: „ფერგიუსონი ხაბიბს დაამარცხებს“

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის ექს-მფლობელი, რაფაელ დოს ანიოსი თვლის, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის შერკინება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება.

„ტონისა და ხაბიბის ორთაბრძოლა ძალიან საინტერესო იქნება. ჩემი აზრით, ფერგიუსონს მცირე უპირატესობა აქვს. ტონი იდაყვებით კარგად მუშაობს და შესანიშნავი კარდიო აქვს.

მიმაჩნია, რომ დაძაბულ ორთაბრძოლას ვიხილავთ. ფერგიუსონი დარტყმებს ხშირად იღებს და შესაძლოა ხაბიბმა მომენტი გამოიყენოს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ელ კუკუის მცირე უპირატესობა ექნება.

ტონი პარტერში კარგად მუშაობს, იდაყვებს შესანიშნავად იყენებს და ვთვლი, რომ ხაბიბის დამარცხებას მოახერხებს“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბისა და ტონის ჯახი 18 აპრილსაა ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის გამო, UFC-მ სამი ღონისძიება უკვე გადადო და შესაძლოა ცვლილებები „არწივისა“ და „ელ კუკუის“ დაპირისპირებასაც შეეხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები