Aa
Aa

"იმ სიტყვებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა" - ფერნანდეშმა რონალდუსთან შეხვედრა გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეულმა, ბრუნო ფერნანდეშმა, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და მასთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. 25 წლის ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ კრიშტიანუს სიტყვებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

„ჩვენი თაობისთვის რონალდუ მისაბაძი მაგალითია, კონკრეტულად ჩემთვის კი იგი ყოველთვის კუმირი იყო, ბევრ რამეს სწორედ მის მაგალითზე ვაკეთებდი.

როცა პორტუგალიის ნაკრებში გამომიძახეს, იგი ძალიან კარგად შემხვდა. ვარჯიშზე პირველი შეხვედრისას ჩემთან მოვიდა და მითხრა: „შენ „სპორტინგისთვის“ ბევრ კარგ რამეს აკეთებ და ეს ძალიან მომწონს“, ამ სიტყვებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.“

ფერნანდეში პორტუგალიის ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს და მისი მაისური უკვე 19 მატჩში მოირგო. იგი „იუნაიტედს“ სწორედ „სპორტინგიდან“ შეუერთდა და ინგლისში გატარებული პირველი თვის შემდეგ საპატიო წოდებაც მიიღო - პრემიერ ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები