საქართველო VS რუსეთზე მაყურებლები დაიშვებიან - რაგბის კავშირის განცხადება
Aa
Aa

საქართველო VS რუსეთზე მაყურებლები დაიშვებიან - რაგბის კავშირის განცხადება

კორონავირუსის საფრთხის გამო ევროპის მასშტაბით სპორტული ღონისძიებები მაყურებელთა გარეშე ტარდება, ან შეხვედრები საერთოდ უქმდება. სხვა აზრზეა საქართველოს რაგბის კავშირი, რომელიც 14 მარტს გასამართი საქართველო-რუსეთის შეხვედრის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ შექმნილი ვითარების გათალისწინებით, ღია სივრცეზე (ღია სტადიონი) რაიმე სახის შეზღუდვის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან არ არის.

ვინც უკვე შეიძინეთ ბილეთები და აპირებთ სტადიონზე მოსვლას გთხოვთ, ყველამ ერთად გავითვალისწინოთ და დავიცვათ სახელმწიფოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული ჰიგიენური და პრევენციული რეკომენდაციები”.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი 1 აპრილამდე შეჩერდა და არის მოლოდინი, რომ 26 მარტს გასამართი ერთა ლიგის მატჩიც მაყურებელთა გარეშე ჩაივლის, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არაფერია.

როგორც ჩანს, რაგბის კავშირი კორონავირუსს არ უფრთხის და სიტუაციას სხვაგვარად აფასებს. ახლა ყველაფერი მაყურებელზეა დამოკიდებული. რა მოხდება, ამას 14 მარტს გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები