გიორგი ქვილითაია: "გადაწყვეტილი არაფერია"
დღეს, თბილისის დროით 19 საათზე, ერევანში, "ჩემპიონთა ლიგის" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, თბილისის "დინამო", "ალაშკერტს" ესტუმრება. პირველი მატჩი დინამოელებმა 2:0 მოიგეს.
იმ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლის ავტორმა, გიორგი ქვილითაიამ, დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეხვედრა ორბურთიანი უპირატესობით მოვიგეთ, არავინ ფიქრობს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. ჩვენ აქ საბრძოლველად ჩამოვედით. დაძაბული თამაშის მოლოდინში ვართ და თავს არ დავზოგავთ". - დასძინა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, რომ თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას, საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" შემოგვთავაზებს.