l'equipe: "ლა ლიგის" გუნდი კანკავას ტრანსფერზე მუშაობს
უძველესი ფრანგული საფეხბურთო ჟურნალის, lequipe-ის ინფორმაციით, ესპანური "მალაგა", საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას გადაბირებას გეგმავს.
ანდალუსიურ კლუბში მწვრთნელად, ხუანდე რამოსი დაინიშნა, რომელიც კანკავასთან ერთად "დნიპროშიც" მუშაობდა და ქართველი მის ფორმაციაში კარგად ჯდებოდა.
დღეს დილით, ფრანგულ პრესაში, გავრცელდა ცნობა, რომ რამოსის ერთ-ერთი სატრანსფერო მოთხოვნა, ქართველი ნახევარმცველის საკუთარ გუნდში ხილვაა.
"რეიმსთან" კანკავას კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა კლუბის ლიგა 1-დან გავარდნის შემდეგ, 30 წლის ქართველმა წასვლა გადაწყვიტა.
lequipe-ის სტატიაში, ნათქვამია ისიც, რომ ჯაბას სამსახურით თურქული "ტრაბზონსპორიც" ინტერესდება.
ჯაბა კანკავა სხვადასხვა დროს, თბილისის "დინამოს", ვლადიკავკაზის "ალანიას", კიევის "არსენალის", კრივოი როგის "კრივბასისა" და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" შემადგენლობაში თამაშობდა.
მომზადებულია lequipe.fr-ის მიხედვით