Aa
Aa

ნატალია ოთხმეზური ამერიკის ჯოლეჯთა ლიგის კონფერენციის ჩემპიონია!

ქართველი კალათბურთელი ნატალია ოთხმეზური ამერიკის ჯოლეჯთა ლიგის Region IX კონფერენციის ჩემპიონი გახდა.

კასპერის კოლეჯის გუნდმა „თანდერბერდსმა“ 19 წლის ქართველი ლეგიონერის ბრწყინვალე თამაშის წყალობით უდიდეს წარმატებას მიაღწია.

შეხვედრის დასრულებამდე 2:20 წუთით ადრე კასპერელები 59:56-ს იგებდნენ, რა დროსაც ნატალიამ ზუსტი სამქულიანი გაუშვა და თავისიანები 6 ქულით დააწინაურა.

აღსანიშნავია, რომ „თანდერბერდსს“ ფინალში მეტოქედ ნებრასკას შტატის ვესტერნ კოლეჯის გუნდი იყო, რომელსაც სეზონის განმავლობაში მხოლოდ 2 შეხვედრა ჰქონდა წაგებული და უდაო ფავორიტადაც ითვლებოდა.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპისგან განსხვავებით ამერიკულ ტუდენტურ ლიგაში შეტევისთვის 24-ის ნაცვლად 30 წამია გამოყოფილი. ბოლო წუთის დაწყების მომენტსი ანგარიში 64:64 იყო. ბურთი ნატალიამ შეტევაში წამოიღო და დრო მაქსიმალურად გაიყვანა, წამებით ადრე იყო შეუტია, მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ოთხმეზურმა ორივე საჯარიმო ზუსტად ესროლა.

საბოლოოდ, შეხვედრა 66:64 დასრულდა. მეტოქემ 3.6 წამში ვერაფერი შეძლო, რაც მოსალოდნელიც იყო.

ნატალიამ ჯამში 31 წუთი ითამაშა და მისი მონაგარი ასეთი იყო - 14 ქულა, 9 მოხსნა და 2 გადაცემა შეასრულა.

აღსანინავია, რომ მატჩის მსვლელობისას, ანუ 7 მარტს ნატალიას დაბადების დღე იყო. როგორც ხედავთ, მან საკუთარ თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა.

„თანდერბერდსმა” როგორც კონფერენციის ჩემპიონმა ამერიკის კოლეჯთა ლიგის I დივიზიონის ნაციონალური ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც 16-21 მარტს ტეხასის შტატის ქალაქ ლუბოკში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები