მარკოიშვილს ევროპული გრანდი ეპატიჟება
საქართველოს ნაკრების წევრს, მანუჩარ მარკოიშვილს, ათენის "პანათინაიკოსი" ეპატიჟება.
ბერძნული sport24-ის მტკიცებით, "პაო" ქართველის ტრანსფერზე ბოლო დღეებია აქტიურად მუშაობს. მეტიც, მას შემდეგ, რაც ბერძენთა მეორე ვარიანტმა, ვიქტორ კლავერმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა, "მანუს" გადაბირებას, გუნდი ორმაგი ძალით ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის მარკოიშვილმა, გასული სეზონი თურქულ "დარუშაფაკაში" გაატარა.
მომზადებულია sport24.gr-ის მიხედვით