ავსტრიული კომპანია ''თელავის'' ტექნიკური სპონსორი გახდა
Aa
Aa

ავსტრიული კომპანია ''თელავის'' ტექნიკური სპონსორი გახდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში აღზევებულმა ''თელავმა'' კომპანია Teamsport Eugendorf GmbH-თან კონტრაქტი გააფორმა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით აღნიშნული კომპანია ''თელავის'' ტექნიკური სპონსორი გახდა. 

Teamsport Eugendorf GmbH-მა უზრუნველყო გუნდის JAKO-ს ეკიპირებით შემოსვა.

კომპანიის ავსტრიელი წარმომადგენელი ჰანს ერბშვენდტნერი ''თელავს'' ეწვია, მან დაათვალიერა ქალაქი და კლუბის ბაზა. ავსტრიელმა კლუბს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ერთი წლის შემდეგაც გაგრძელდება და უფრო ნაყოფიერი გამოვა. ამ ეტაპზე მხარეებმა ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

შეგახსენებთ, ''თელავის'' მმართველები ყოფილი ფეხბურთელები ალექსანდრე ამისულაშვილი, სოსო გრიშიკაშვილი და ირაკლი ვაშაკიძე არიან.

ჰანს ერბშვენდტნერი ''თელავისა'' და გორის ''დილას'' შეხვედრას დაესწრება, რომელიც დღეს, 8 მარტს 15:00 საათზე დაიწყება. მატჩი თელავში, ''კავკასიონი არენაზე'' გაიმართება. პირველ ტურში რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა ''თელავმა'' მოქმედ ჩემპიონ თბილისის ''დინამოსთან'' გასვლით მატჩში ფრედ 0:0 ითამაშა, რაც დებიუტანტისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.

ფოტო: ''თელავის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები