"ბორჯღალოსნებმა" პორტუგალია დაამარცხეს - საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონია!
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მე-4 ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პარიზში პორტუგალიას 39:24 სძლია და ჩემპიონობა მეთორმეტედ გაიფორმა!
ლევან მაისაშვილის გუნდმა კვლავ ხელდახელ თამაში სცადა და ახალ სათამაშო სტილს არც ამჯერად უღალატა, თუმცა პორტუგალიამ დაცვაში ბევრი პრობლემა შეგვიქმნა.
ლელოს ავტორები შალვა მამუკაშვილი, ბექა გორგაძე, დავით კაჭარავა, ბექა საღინაძე, სოსო მათიაშვილი (2) და დემე თაფლაძე გახდნენ.
მე-4 ტურში რუსეთმა რუმინეთს 32:25 მოუგო, ხოლო ესპანეთმა ბელგიაში 30:23 იმარჯვა.
ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ „ბორჯღალოსნებს“ 19 ქულა აქვთ და მეტოქეებისთვის მიუწვდომელნი არიან. ესპანეთსა და პორტუგალიას 9-9 ქულა აქვთ, რუსეთს 8, ბელგიას 7, ხოლო რუმინეთს 5.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს თბილისში, საქართველოს ნაკრები დასკვნითი ტურის შეხვედრას გამართავს - „მიხეილ მესხზე“ რუსეთის ნაკრები გვესტუმრება.
Here are some great shots from 2nd half by @TamarPhoto pic.twitter.com/yTOMCII7ie
— Georgian Rugby Union (@GeorgianRugby) March 7, 2020
ფოტო - Georgian Rugby