ბექა შვანგირაძე
Aa
Aa

უძლიერესი სამ კომპონენტში - შვანგირაძე ბორჯღალოსნებში გამოარჩიეს

სამხრეთ ამერიკაში გამართულ მსოფლიო ერთა თასის ზაფხულის ფანჯრის დროს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა სამივე მატჩი მოიგო და შესაძლოა სამივეში უმაღლესი დონის სათამაშო ხარისხი არ უჩვენებიათ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ბორჯღალოსნები ახალი მთავარი მწვრთნელის, პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით პირველად თამაშობდნენ და შესაბამისად, ამ მატჩებს ერთგვარად გაცნობითი ხასიათის თამაშები თავისუფლად შეიძლება ეწოდოს.

მიუხედავად იმისა, რომ განვლილი სამი თამაშიდან ლელო მხოლოდ ერთში დადო, ბექა შვანგირაძე ცნობილმა სტატისტიკურ-ანალიტიკურმა პორტალმა Optam-მ რამდენიმე კომპონენტში საუკეთესოდ დაასახელა. როგორც დაითვალეს, „ლიონისა“ და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მორაგბემ 43 ბოჭვიდან ყველა წარმატებულად შეასრულა, ბურთით ყველაზე მეტი, 91-მეტრიანი მანძილი დაფარა და მცველი ყველაზე მეტჯერ, 8-ჯერ გააბითურა.

ცნობისათვის, მსოფლიოს ერთა თასზე 3 ტურში დაგროვებული 14 ქულით ბორჯღალოსნები A ჯგუფს ლიდერობენ და მეორე ადგილზე მყოფ პორტუგალიელებს 2 ქულით უსწრებენ. შემოდგომის ფანჯრის დროს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 7, 14 და 21 ნოემბერს, საკუთარ სტადიონზე ტონგას, კანადას და ამერიკის შეერთებულ შტატებს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის საუკეთესო კლუბში - ფხაკაძის მეგატრანსფერი
ევროპის საუკეთესო კლუბში - ფხაკაძის მეგატრანსფერი