25 ქულა! - ნატალია ოთხმეზურმა “კასპერი” ფინალში გაიყვანა
Aa
Aa

25 ქულა! - ნატალია ოთხმეზურმა “კასპერი” ფინალში გაიყვანა

“კასპერ თანდერბერდსი“, რომლის ღირსებასაც ნატალია ოთხმეზური იცავს ამერიკის კოლეჯთა ლიგის NJCAA-ის კონფერენციის ფინალში გავიდა, რაშიც უდიდესი წვლილი ქართველმა კალატბურთელმა შეიტანა.

ნახევარფინალში „ოტეროს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 19 წლის ქართველმა 33 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. ასევე აღსანიშნავია, რომ ოთხმეზურს ბურთი არ დაუკარგავს. ნატალიამ 10-დან 6 სამქულიანი, 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

“კასპერ თანდერბერდსმა“ შეხვედრა 74:65 მოიგო და MVP რა თქმა უნდა ნატალია ოთხმეზური გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ფინალურ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელის გუნდი „ვესტერნ კოლეჯს“ დაუპირისპირდება. მატჩი 8 მარტს, გამთენიისას გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები