ადესანია: „მალარია რვაჯერ გადავიტანე და კორონავირუსზე არ ვღელავ
Aa
Aa

ადესანია: „მალარია რვაჯერ გადავიტანე და კორონავირუსზე არ ვღელავ"

UFC-ს საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ისრაელ ადესანიამ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის შესახებ ისაუბრა.

როგორც მოგეხსენებათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 93000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3200-ს აღწევს. მიუხედავად ამისა, ადესანიას კორონავირუსი არ აშინებს და აცხადებს: „დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით რამდენი ადამიანია გარდაცვლილი? რამდენი ადამიანი დაავადდა? საქმე ისაა, რომ კორონავირუსის შესახებ უბრალოდ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. აეროპორტში პირბადე სწორედ ამიტომ მეკეთა.

მინდა გითხრათ, რომ კორონავირუსი არ მაღელვებს, რადგან ბოლოს და ბოლოს მალარია რვაჯერ მაქვს გადატანილი. ჩემი გენეტიკა განსხვავებულია. არ ვამბობ, რომ სუპერშესაძლებლობები მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ კორონავირუსით დაავადება არ მემუქრება“.

„გასულ კვირას, თქვენ გეგონათ, რომ სტაფილოკოკურ ინფექციას ვებრძოდი, არადა ასეთი რამ ცხოვრებაში არ მქონია. ყველაფერი კარგადაა. ექიმებმა ტესტები ჩამიტარეს და შემიძლია გითხრათ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პრობლემები არ მაქვს.“.

შეგახსენებთ, რომ ადესანია 8 მარტს საჩემპიონო ქამრის დასაცავად იოელ რომეროს შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები