ლეგენდარული ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა
Aa
Aa

ლეგენდარული ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა

ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლევან მოსეშვილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოსეშვილი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სპორტის რაინდი, “დინამო თბილისისუბადლო მოთამაშე და შემდგომში ლეგენდარული მწვრთნელი.

ტიტულები და მიღწევები

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964 (ტოკიო)

ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962

სსრკ ჩემპიონი: 1968

სსრც ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965

სსრკ თასი: 1969

სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959

სპორტის რაინდი — 2012

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

Crystalsport.ge-ის რედაქცია გულისტკივილს გამოხატავს ბატონი ლევანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს, მეგობრებს, საკალათბურთო სამყაროსა და სრულიად ქართულ სპორტულ საზოგადოებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები