Aa
Aa

მორიგი სუპერმატჩი - შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე იფრინა!

გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, ბელგიური „ოოსტენდეს“ წინააღმდეგ, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და საკუთარ გუნდ „ტენერიფეს“ სერიის პირველ შეხვედრაში გამარჯვებაში დაეხმარა.

ესპანელებმა საერთო ჯამში 85:75 იმარჯვეს, რაშიც უდიდესი წვლილი მარსელინო უერტასსა და სწორედ ქართველ ცენტრს ჰქონდათ. უერტასმა 19 ქულა და 10 ასისტი მიითვალა, ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი ქულა კი სწორედ შერმადინმა ჩააგდო, რომლის აქტივშიც 25 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტი გახლდათ.

შედეგად, ქართველის სარგებლიანობის ინდექსმა 28 შეადგინა, რაც მატჩის MVP-ი უერტასის მაჩვენებელზე მხოლოდ 1-ით ნაკლები იყო.

„ტენერიფესა“ და „ოოსტენდეს“ სერიის მეორე მატჩი 10 მარტს, უკვე ბელგიაში გაიმართება. თუკი შერმადინის გუნდი დამარცხდება, გადამწყვეტი მე-3 შეხვედრა ისევ ტენერიფელთა საშინაო არენაზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები