დიდი ბრძოლა - ჯოშუა და პულევი 20 ივნისს იჩხუბებენ
Aa
Aa

დიდი ბრძოლა - ჯოშუა და პულევი 20 ივნისს იჩხუბებენ

მსოფლიოს კრივის სამყარო კიდევ ერთი დიდი ბრძოლის მოლოდინშია. უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე ბულგარელი კუბრატ პულევი იქნება.

ჯოშუა, რომელსაც პროფესიონალურ კრივში 24-დან 23 ბრძოლა აქვს მოგებული, პულევს 20 ივნისს, ლონდონში, საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემის" ახალ სტადიონზე დაუპირისპირდება.

პულევს გამართული 29 ბრძოლიდან 28 თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული, მათგან 14 ნოკაუტით მოიგო, ჯოშუამ კი ნოკაუტით 21-ჯერ იმარჯვა.

უოტფორდელ მოკრივეს სამშობლოში უკვე 2 წელია არ უჩხუბია. იგი საკუთარი თანამემამულეების თვალწინ WBA-ს, IBF-სა და WBO-ს საჩემპიონო ქამრების დაცვას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები