დილას გამარჯვება და მალაველის სადებიუტო გოლი
Aa
Aa

დილას გამარჯვება და მალაველის სადებიუტო გოლი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურში მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილი ქუთაისის ''ტორპედო'' გიორგი ნემსაძის ფორმაციის გორის ''დილასთან'' 0:2 დამარცხდა.

მე-13 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან რევაზ ჩიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ ნუგზარ სპანდერაშვილმა მასპინძელთა მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

სტუმრებმა მეორე გოლი მატჩის მიწურულს შეაგდეს, 89-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკის გადაცემის შემდეგ მალაველი ლეგიონერი ფრანცისკო მადინგა მეკარესთან პირისპირ გავიდა და გორულ კლუბში დებიუტი გოლით აღნიშნა.

20 წლის ფრანცისკო მადინგა გორულ კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდა და გუნდთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი გაირა. ქართულ კლუბში გადასვლამდე მადინგა ეთიოპიის ჩემპიონატში ასპარეზობდა. ''ტორპედოსთან'' შეხვედრაში აფრიკელი ლეგიონერი 68-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში, 7 მარტს ''ტორპედო'' ''სამტრედიას'' ესტუმრება, ხოლო 8 მარტს ''თელავი'' გორის ''დილას'' უმასპინძლებს.

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები