უშანსოდ - ბასილაშვილმა შტრუფთან მხოლოდ 1 გეიმი მოიგო
Aa
Aa

უშანსოდ - ბასილაშვილმა შტრუფთან მხოლოდ 1 გეიმი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის 500-იან ტურნირზე გამოსვლა იან-ლენარ შტრუფთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხით დაასრულა. ქართველმა ჩოგბურთელმა თამაშში შესვლა ვერაფრით შეძლო და 1:6; 0:6 წააგო.

გერმანელი კარგ სათამაშო ფორმაშია და გუშინ მსოფლიოს მე-12 ჩოგანი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა, ნიკამ კი მასთან უბრალოდ ვერაფერი გააწყო და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:2 გახდა.

ბასილაშვილმა დუბაიში გასულ წელს 1/4 ფინალამდე გააღწია, რის გამოც წელს 90 სარეიტინგო ქულა ჰქონდა დასაცავი და რადგან წელს 1/8 ფინალიდან გავარდა, ATP-ს რეიტინგში 45 ქულა დააკლდება.

ნიკა ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 29-ე ადგილზეა და 45 ქულის ჩამოკლების მიუხედავად, მომავალი კვირიდან, სავარაუდოდ, დაწინაურდება, რისი მიზეზიც კონკურენტ ჩოგბურთელთა ასევე წარუმატებელი თამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები