Aa Aa
26 თებერვალი 2020  |  16:22

ინოვაცია! - "ლურჯი ბარათი" საქართველოს ჩემპიონატშიც ამოქმედდება

imgbanner

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით 4 მარტიდან ჭაბუკთა ლიგებში  სამედიცინოლურჯი ბარათის“ (გაიცემა მხოლოდ ტვინის შერყევის დროს) გამოყენება ამოქმედდება.

ლურჯი ბარათისწარდგენის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე მატჩის მთავარ მსაჯს, რომელიც რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურს სპეციალურად ჰყავს გადამზადებული. ასეთი მსაჯი ამ წუთისთვის 35 გახლავთ.

მსაჯის მიერლურჯი ბარათისწარდგენის შემთხვევაში მოთამაშე ვალდებულია თამაშის ბოლომდე დატოვოს მოედანი, უკან დაბრუნების გარეშე.

ლურჯ ბარათმიღებული მოთამაშის მაგივრად, განურჩევლად მისი სათამაშო პოზიციისა, გუნდს უფლება აქვს შემოიყვანოს შესაბამისი სათადარიგო მოთამაშე, თუნდაც მანამდე უკვე გამოცვლილი და გააგრძელოს თამაში სრული შემადგენლობით.

მატჩის მეთვალყურე ვალდებულია დააფიქსიროსლურჯი ბარათით” გამოცვლილი მოთამაშე თამაშის ოქმში და  ჩამოართვას სალიცენზიო ბარათი.

მოთამაშე, რომელსაც წარედგინებალურჯი ბარათი დაფიქსირდებალურჯ დაფაზე“ (სრკ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე) და იგი ავტომატურად დაექვემდებარებამსოფლიო რაგბისმიერ დადგენილ ვადებს, რაც 19 წლის  და ქვედა ასაკისთვის განისაზღვრება 19 დღიანი უქმობით, ხოლო 19 წელს გადაცდენილ მოთამაშისათვის 12 დღიანი უქმობით.

ზემოაღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ მოთამაშეს დაუბრუნდებასათამაშო ლიცენზიისბარათი და შასაბამისად ამოღებული იქნებალურჯი დაფიდან“.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები