''2 წლის ვიყავი, როცა მამა მოკლეს'' - სტერლინგი ცხოვრების მძიმე ეტაპებს იხსენებს
Aa
Aa

''2 წლის ვიყავი, როცა მამა მოკლეს'' - სტერლინგი ცხოვრების მძიმე ეტაპებს იხსენებს

''ბაბუა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, შაკილ ონილის დიდი გულშემატკივარი იყო. დედამ რაჰიმი დამარქვა, ბაბუას კი სურდა, რომ ონილის საპატივსაცემოდ ჩემი მეორე სახელი შაკილი ყოფილიყო'' - აღნიშნა ''მანჩესტერ სიტის'' ვარსკვლავმა, რაჰიმ შაკილ სტერლინგმა ესპანურ AS-თან საუბარში.

სტერლინგი 2 წლის იყო, როცა მისი მამა იამაიკაში მოკლეს. ფეხბურთელი მამის სიკვდილს იხსენებს, როგორც ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს.

''ხუთი წლის ასაკამდე მიჭირდა გაცნობიერება თუ რა მოხდა რეალურად, მაგრამ როცა იზრდები კითხვები გიჩნდება და პასუხებს დედისგან ელი. პასუხების მიღების შემდეგ კარგად იგებ, კარგად იაზრებ თუ რამდენად რთული მომენტი იყო დედასთვის, ჩემი ძმებისთვის და დებისთვის.

ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთს უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა, ფეხბურთის თამაში მიქმნიდა განწყობას, მას ჩემთვის მხიარულება მოჰქონდა, ის იყო ერთადერთი რამ, რასაც ნებისმიერ ამინდში ვაკეთებდი.

დედამ მასწავლა ბრძოლა ოცნებების ასასრულებლად. დედა უდიდეს მოტივაციას მაძლევდა. ის ჩემს მიმართ ყოველთვის გულწრფელია, თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია გვერდით გყავდეს ადამიანები, რომლებიც სიმართლეს გეუბნებიან და არა იმას, რაც მხოლოდ სასიამოვნო მოსასმენია. სიმართლე ყოველთვის გეხმარება კარიერულ პროგრესში.''

სტერლინგი რთულ პერიოდს იხსენებს, როცა დასთან ერთად დედას სასტუმროებისა და აბაზანების დასუფთავებაში ეხმარებოდა:''ეს იყო დედას ცხოვრების ყოველდღიურობა. მე და ჩემი და ვცდილობდით  აბაზანებისა და სასტუმროების გაწმენდაში დავხმარებოდით რამდენადაც შეგვეძლო.''

ცხოვრების მძიმე ეტაპების გახსენების გარდა სტერლინგმა საკუთარ შვილებზეც ისაუბრა:''ჩემს გოგონას მოსწონს ხუმრობა, ის მღერის მო სალაჰზე შექმნილ სიმღერებს, მან იცის, რომ ''ლივერპული'' და ''მან. სიტი'' ერთმანეთის მეტოქეები არიან, ასე ''მკბენს'' ხოლმე.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები