Aa
Aa

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო! სვანიძეს მიწების გასხვისებას ედავებიან

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მეორედ გადაიდო. დელეგატების რეგისტრაცია 13 საათზე დაიწყო და 45 წუთი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც კვორუმი არ შედგა.

ჯერჯერობით უცნობია არჩევნები როდის გაიმართება. რეგისტრაციის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დელეგატი ოზურგეთის „არწივების“ პრეზიდენტი, თენგიზ კალანდაძე გაიტაცეს, თუმცა სამართალდამცველები ხსენებულ ცნობებს არ ადასტურებენ.

ირაკლი აბუსერიძეს განცხადებით კი არსებობს აუდიტის დასკვნა, რომელშიც ბევრი დარღვევაა აღმოჩენილი და ერთ-ერთი მათგანი მიწების გასხვისებას უკავშირდება.

შეგახსენებთ , რომ არჩევნები თავდაპირველად 30 იანვარს იყო დანიშნული, თუმცა 24 თებერვალმდე გადაიდო. ამის მიზეზი პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის მიერ შეტანილი განცხადებები გახდა, რომლებმაც არსებული წესდებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად მეტი დრო ითხოვეს.

ირაკლი აბუსერიძე - რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი

გოჩა სვანაძე - რაგბის კავშირის პრეზიდენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები