Aa
Aa

განახლებული ბანძუკე - ტოჩინოშინი დაქვეითდა

გამთენიისას იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სეკიტორები „ჰარუ ბაშოზე“ იასპარეზებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე დაქვეითებას ვერ გადაურჩა. ტოჩინოშინი ოსაკას სუპერტურნირზე დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოვა. ლევანისთვის ეს კარგი პოზიციაა. თუ მან ტრავმები მოიშუშა და ფორმაში ჩადგომა მოასწრო, სასურველი შედეგის დაფიქსირების კარგი შანსი ექნება.

მეორე ქართველს რაც შეეხება, გაგამარუ მაკუშიტას დივიზიონში 35 საფეხურით დააქვეითეს. ჯუღელი ბოლო ბაშოს ტრავმის გამო, ნაადრევად ჩაეხსნა და ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა. ახალი ბანძუკეს მიხედვით, კი „გაგას“ მაკუშიტაში 44-ე პოზიცია უკავია.

შეგახსენებთ, რომ ოსაკას სუპერტურნირი 8 მარტს იწყება, თუმცა კორონავირუსის გამო, არის შანსი „ჰარუ ბაშო“ გადაიდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები